ქართველმა 15-წლამდელებმა თურული შეკრება 26-ქულიანი გამარჯვებით დაასრულეს

ქართველმა 15-წლამდელებმა თურული შეკრება 26-ქულიანი გამარჯვებით დაასრულეს

26-ქულიანი გამარჯვებით დაასრულა თურქული მოსამზადებელი შეკრება საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა. სტამბოლში გამართული წინა 3 მატჩის მსგავსად, ქართველები ამჯერადაც 1 წლით უფროსებით დაკომპლექტებულ გუნდს შეხვდნენ, თუმცა ისე დამაჯერებლად ითამაშეს, გამარჯვება არ გასჭირვებიათ.
ნიკო ჩერქეზიშვილისა და ზურა ტომარაძის გაწვრთნილი ქართველები კლუბ “პერტეუნიალის” 16-წლამდელებს შეხვდნენ და უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს. საწყისი ათწუთეულის 19:7 მოგების შემდეგ ქართველებმა ტემპი დააგდეს და დიდ შესვენებამდე აღნიშნული 12-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. მესამე მეოთხედში სტუმრებმა ისევ იძალეს და გამარჯვება მატჩის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაინაღდეს. ბოლო პერიოდის წინ საქართველო 18 ქულით იგებდა, თურქები კი წასაგებად განწირულები იყვნენ.
საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.
ამხანაგური მატჩი. სტამბოლი. 5 დეკემბერი
პერტეუნიალი (U16) 41:67 საქართველო (U15)
7:19, 11:11, 10:19, 13:18
საქართველო: კაკუბერი (5), ყირიმელი, მდივანი (4), ა. ფიფია (12) ბ. ქავთარაძე (6),  ჩეჩელაშვილი, ალავიძე, ბითაძე (11), ხურცილავა, გაფრინდაშვილი (5), მამუკელაშვილი (19), ჯანელიძე (3), აბულაძე (2)