ქართველმა 16–წლამდელებმა ესტონეთში მასპინძლები კვლავ დაამარცხეს

16–წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ტალინი. 25 ივლისი
ესტონეთი 64:73 საქართველო
საქართველო: ბურჯანაძე (15), ცირეკიძე (9 ქულა, 9 მოხსნა), კვანტალიანი (9ქ, 7მ), რამიშვილი (7ქ, 11მ), გოლეთიანი (8), მიქელაძე (8), გოგბაიძე (8)
გია კაზანჯიანის დამოძღვრილმა 16–წლამდელთა ნაკრებმა ტალინში ესტონეთის ნაკრები კვლავ დაამარცხა. წინა დრეს ნაჩვენები შედეგი 4 ქულით გააუმჯობესა. თუკი ქართველებმა მასპინძლები პირველ ჯერზე 66:61 დაამარცხეს, წუხელ უფრო უკეთესად გაისარჯნენ და 73:64 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრები ესტონეთიდან სამშობლოში დღეს გამობრუნდება და 3 აგვისტოს კვლავ ესტონეთში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გაიმართება. ჩვენი ნაკრები C ჯგუფში ბელგიის, სლოვენიის, რუმინეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.