ქართველმა 16-წლამდელებმა რუმინეთი დაამარცხეს და ნახევარფინალში კვლავ რუმინეთს შეხვდებიან

ქართველმა 16-წლამდელებმა რუმინეთი დაამარცხეს და ნახევარფინალში კვლავ რუმინეთს შეხვდებიან

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მორიგი წარმატება რუმინეთში. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე მასპინძელთა ნაკრები 58:50 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
ქართველებმა ტუნირი თურქეთის მძლავრ ნაკრებთან 10-ქულიანი წაგებით დაიწყეს, თუმცა შემდეგ ბუგარეთი 64:41 გაანადგურეს და დღეს რუმინეთის ძლევით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ. ჩერქეზიშვილის გუნდი ნახევარფინალში მესამეადგილოსან რუმინეთს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში კი ჯგუფის გამარჯვებული თურქეთი და ბოლოადგილოსანი ბულგარეთი შეხვდებიან.

რუმინეთთან მატჩი რთული გამოდგა. პირველი მეოთხედი ქართველებმა 9:13 წააგეს, თუმცა მორეში თამაში გამოასწორეს და უკვე დიდი შესვენებისთვის 5 ქულით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ქართველებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მასპინძლებს მარცხი აგემეს.
საქართველოს ნაკრებში 13 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო გოგა ბითაძე გახლდათ. 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა აკაკი ფიფიამ, ხოლო ნიკა ყირიმელმა შეხვედრა 12 ქულითა და 4 ჩაჭრით დაასრულა. როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს (ნახევარფინალს) კვლავ მასპინელ რუმინეთთან გამართავს, რომელმაც ჯგუფი საქართველოს ნაკრების უკან,  მე-3 ადგილი დაიკავა.
16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი. ბრასოვი. რუმინეთი
საქართველო 58:50 რუმინეთი
სტატისტიკა: 58:50