ქართველმა 18–წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დამარცხებით დაასრულეს

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. თელ ავივი. ისრაელი
რუმინეთი 56:71 საქართველო
 
საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. სამწუხაროდ, ეს გახლდათ პირველი წარმატებული მატჩი მიხეილ კობეშავიძის გუნდისთვის. ქართველებმა რუმინეთის დამარცხებით ტურნირზე მხოლოდ ამ გუნდს აჯობეს და საბოლოოდ მე–19 ადგილი დაიკავეს.
 
რუმინეთი თავიდან კი გაგვიძალიანდა და ტაიმის შემდეგ მხოლოდ 2 ქულით ჩამოგვრჩებოდა, მაგრამ შემდეგ კობეშავიძის შეგირდებმა მოახერხეს საკუთარი თამაშის პოვნა და მესამე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა დასკვნით ათწუთეულში საბოლოოდ განიმტკიცეს.
 
ჩვენს ნაკრებში ყველაზე მეტი, 18 ქულა დუდა სანაძეს ჰქონდა, ხოლო ლევან ელიაძემ 5 სამიანი ჩააგდო და მისი საბოლოო მონაგარიც ეს იყო – 15 ქულა.