ქართველმა 20-წლამდელები ვერც კოსოვოსთან იმარჯვეს

ქართველმა 20-წლამდელები ვერც კოსოვოსთან იმარჯვეს

უნგრეთის ქალაქ სეკეშფეხერვარში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი წააგო. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ლუქსემბურგსა და პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩი კოსოვოსთან 65:77 დათმო.
ქართველების მსგავსად, კოსოვო იყო გუნდი, რომელსაც „ბ“ ჯგუფში გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. საქართველოსთან მატჩში კოსოვოელები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და პირველი პერიოდის 5 ქულით მოგების შემდეგ დიდი შესვენებისთვის სოლიდურ უპირატესობას დაეპატრონნენ – 45:29.
დარჩენილ ტაიმში ქართველებმა ვითარების შეცვლა ვეღარ მოახერხეს და კოსოვოსთან მარცხის შემდეგ ჯგუფში დარჩენილი 1 მატჩის მიუხედავად ბოლო ადგილზე გავიდნენ. 15 ქულითა და 10 მოხსნით ქართველთაგან მაიზერ რევაზაშვილი გამოირჩა. 15 ქულა და 5 პასი მიითვალა ნუგზარ აბულაძემ, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე კი 9 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს ლიდერ და პირველობაგანაღდებულ მონტენეგროსთან გამართავს, რის შემდეგაც 9-18 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ქართველები „ა“ და „ბ“ ჯგუფიდან ვერგასულ გუნდებთან ერთად ახალ, საკვალიფიკაციო ჯგუფს შეადგენენ და რომელ ადგილსაც დაიკავებენ, მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში პარალელურ ადგილზე გასულთან შესაბამისი ადგილისთვის ითამაშებენ.
ევროპის U20 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სეკეშფეხერვარი. უნგრეთი. 11 ივლისი
საქართველო 65:77 კოსოვო
15:20, 14:25, 15:17, 21:15
სრული სტატისტიკა: 65:77