ქართველმა 20-წლამდელებმა რუმინეთთან მეორე სპარინგ-მატჩი 55:61 დათმეს

ქართველმა 20-წლამდელებმა რუმინეთთან მეორე სპარინგ-მატჩი 55:61 დათმეს

რუმინეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი გამართა. გუშინ მოგებული მატჩის შემდეგ, დავით უსტიაშვილის გუნდმა დღეს მასპინძლებთან შეხვედრა ბრძოლაში დათმო.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე. მესამე პერიოდში მასპინძლებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და ბოლო მეოთხედში ლიდერობა წარმატბით შეინარჩუნეს.
საბოლოოდ მასპინძლებმა 6 ქულის სხვაობით – 61:55 მოიგეს. ხვალ საქართველოს და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებების მესამე სპარინგ-მატჩია დაგეგმილი, რის შემდეგაც დავით უსტიაშვილის გუნდი გეზს ლუქსემბურგისკენ აიღებს.