ქართველმა კადეტებმა ევროპის ჩემპიონატი დაასრულეს

მიზანი მიღწეულია, ნაკრები გაისადაც უმაღლეში იქნება!
მიზანი, რომელიც საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე დაისახა, შესრულებულია – ჩვენი გუნდი მომდევნო ევროფორუმზეც უმაღლეს დივიზიონში იქნება და ერთხელაც სცდის ძალებს ევროპის საუკეთესო კადეტთა ნაკრებებთან ერთად.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისი ბოლო ორი შეხვედრა დათმო, მიხეილ კობეშავიძისა და გია კაზანჯიანის ნაკრების გამოსვლა უდავო წარმატებაა. შეგახსენებთ, რომ უმაღლეს დივიზიონში ადგილი ჯერ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეინარჩუნა, ახლა კი იგივეს გაკეთება კადეტებმაც მოახერხეს.
28 ივლისი. IX – XII ადგილებისთვის. 1/2 ფინალისაქართველო – უკრაინა 40:717:11, 11:24, 17:20, 5:16საქართველო: შენგელია (17 ქ. 9 მ. 2 პ), დვალიშვილი (5 ქ. 4 მ), ბაქრაძე (4 ქ), ელანიძე (4 ქ. 2 მ), მაღლაკელიძე (3 ქ. 3 მ. 2 ჩ), ჩიკვილაძე (3 ქ. 3 მ. 1 პ. 1 ჩ), ჭოხონელიძე (2 ქ. 1 მ. 1 ჩ), ბოქოლიშვილი (2 ქ. 1 მ), თავართქილაძე, ხეთაგური, სულაბერიძე.
XII ადგილისათვისსაქართველო – ისრაელი 64:7722:22, 11:18, 14:19, 17:28 საქართველო: ჩიკვილაძე (13 ქ. 5 მ. 3 პ. 1 ჩ), ბაქრაძე (12 ქ. 4 მ. 2 პ. 2 ჩ), შენგელია (10 ქ. 3 მ. 2 პ), მაღლაკელიძე (9 ქ. 4 პ. 3 მ. 1 ჩ), დვალიშვილი (8 ქ), იოსელიანი (7 ქ. 7 მ. 3 დ), სულაბერიძე (3 ქ. 4 მ), ელანიძე (2 ქ. 1 მ), ჭოხონელიძე, ბოქოლიშვილი.
საბოლოო მდგომარეობა
1. სერბეთი2. ესპანეთი3. ლიტვა4. თურქეთი5. იტალია6. საფრანგეთი 7. საბერძნეთი8. ხორვატია9. ლატვია10. უკრაინა11. ისრაელი12. საქართველო13. ჩეხეთი14. რუსეთი15. სლოვენია16. პორტუგალია