მეოთხე წაგება განიცადა თურქეთში, საქარიაში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა საქართველოს კადეტთა ნაკრებმა, რომელიც ამჯერად ტურნირის მთავარ ფავორიტთან, თურქეთის ნაკრებთან დამარცხდა 53:83.
თურქეთის ნაკრების გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოხსნებზე მოპოვებული გრანდიოზული (45:25) უპირატესობა იყო და ამასთან ერთად, მასპინძლებმა საქართველოს ნაკრების პირველ მექულეს, მერაბ ბოქოლიშვილს მხოლოდ 4 ქულა დააგროვებინეს, ხოლო 12 ქულითა და 7 მოხსნით კი გელა წულაძის გუნდში საუკეთესო იყო გიორგი ტეტელაშვილი.
B ჯგუფში პირველ ადგილზე ოთხიდან ყველა მატჩის მოგებით თურქეთია, ხოლო მეორე პოზიციაზე კი სამი გამარჯვებით რუსეთის ნაკრები იმყოფება. საქართველოს ნაკრებს ბოლო ტურში, სლოვენიასთან შეხვედრამდე ჯერჯერობით არცერთი გამარჯვება არ მოუპოვებია.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
სტატისტიკური ლიდერები
ქულა1. ალესანდრო ჯენტილე (იტალია) – 22.52. ალექსანდრ ვარნაკოვი (რუსეთი) – 19.83. მერაბ ბოქოლიშვილი (საქართველო) – 19.0
პასი1. ლუკა რუპნიკი (სლოვენია) – 4.77. მერაბ ბოქოლიშვილი (საქართველო) – 3.3