ქორქია–საკანდელიძის მემორიალის კენჭისყრა და კალენდარი

დღეს კალათბურთის ფედერაციაში გაიმართა სახელოვანი ქართველი კალათბურთელების, ოლიმპიური ჩემპიონების: ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ტრადიციული მემორიალური ტურნირის კენჭისყრა, რომელსაც მასში მონაწილე გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მემორიალი ამა წლის 21–24 დეკემბერს რუსთავში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირის კარი სუპერლიგის ყველა გუნდისთვის ღია იყო,  მასში მონაწილეობის სურვილი  მხოლოდ ექვსმა გუნდმა გამოთქვა. კლუბებს არანაირი იურიდიული ვალდებულება არ აქვთ, რომ სახელოვანი ქართველი კალათბურთელების ხსოვნის ტურნირში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა ის, რომ „ავიამშენმა“, თსუ–მ და „ბათუმმა“ მემორიალში თამაში იუარეს, მორალურად გაუმართლებლად მიგვაჩნია და კალათბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია.
რაც ტურნირის ფორმატს, 6 გუნდი ორ ჯგუფში განაწილდა:
 
A ჯგუფი
ნტდ–თბილისი
დინამო
მაქაბი
 
B ჯგუფი
ენერჯი–ინვესტი
სასოფლო
შსს
 
გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან და ჯგუფებში გამარჯვებულები ქორქია–საკანდელიძის თასს ფინალში შეეცილებიან.
 
ტურნირის კალენდარი:
 
21 დეკემბერი
ნტდ – დინამო           13:00
შსს – ენერჯი              15:00
 
22 დეკემბერი
დინამო – მაქაბი         13:00
ენერჯი – სასოფლო   15:00
 
23 დეკემბერი
სასოფლო – შსს           13:00
მაკაბი – ნტდ               15:00
 
24 დეკემბერი. ფინალი
A-1  –  B-1
 
აქამდე გამართული ყველა მემორიალის ფინალი
 
20 იანვარი. 2006
რუსთავი 106: 77 სტუ
 
21 იანვარი. 2007
ენერჯი–ინვესტი 95:75 თსუ
 
18 იანვარი. 2008
ავიამშენი 80:78 ენერჯი–ინვესტი