დამდეგ პარასკევს, 26 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება ვეტერან კალათბურთელთა შეხვედრა. ქართული კალათბურთის გამოჩენილი მოთამაშეები ერთხელაც გავლენ მოედანზე და გაიხსენებენ იმ საქმეს, რაც თავის დროზე ყველაზე კარგად გამოსდიოდათ – ანუ ითამაშებენ კალათბურთს.
დაყოფის პრინციპი ასეთია – ქუთაისელები თბილისელების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ქუთაისი საქართველოს საკალათბურთო აკვნად ითვლება – სწორედ ამ ქალაქში აღიზარდნენ ოლიპმიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. მატჩი გაიმართება ქუთაისის სპორტის სასახლეში და მას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრება. როგორც ქუთაისელები ვარაუდობენ, მათი გუნდის რიგებში თამაშს ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე და ვიცე–მერი დავით გორდელაძე აპირებენ.
გუნდების შემადგენლობა კი ასეთია:
ქუთაისი
ნიკოლოზ დერიუგინი
მალხაზ კოხრეიძე
გია ომიაძე
გია სანაძე
დავით მშვილდაძე
თემურ ყუბანეიშვილი
თემურ ტაბიძე
კობა კირთაძე
მერაბ ნაცვლიშვილი
მწვრთნელები: გერო ჭეიშვილი, გელა დარსაძე
თბილისი
დავით თორთლაძე
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
რამაზ გოგობერიშვილი
მიხეილ ბერუაშვილი
ნოდარ ქორქია
პაატა გურასპაული
გია ბერუაშვილი
ამროსი ორმოცაძე
კახა შენგელია
ვახტანგ ნაცვლიშვილი
დავით ღლონტი
მწვრთნელები: გივი ბიჭიაშვილი, ზურაბ ტომარაძე