ქუთაისი კვლავ ჩემპიონია. თბილისში გამარჯვების შემდეგ ზვიად ცერცვაძის გუნდმა ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო „მართვე–3“–ს და ზედიზედ მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ქუთაისელებს ამ სეზონში ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში ჰყავდათ გუნდი, მაგრამ შედეგიანობით 16–წლამდელებს ვერავინ შეედრებათ. ქუთაისლები ვერც 20 და ვერც 18–წლამდელებში გავიდნენ პლეი ოფში, თუმცა 1993–94 წლებში დაბადებულებმა კვლავ ასახელეს თავიანთი ქალაქი. შარშან და შარშანწინ ცერცვაძის ამ გუნდმა შესაბამის ასაკობრივ ჩემპიონატებშიც იმარჯვა.სხვათა შორის, ქუთაისელებს საჩემპიონო მედალს სულ ხათუნა გაბედავას გუნდი ეცილებოდა. ახლაც მათ შორის გათამაშდა 1–2 ადგილი, თუმცა ამჯერად ბრძოლა არ შედგა – ქუთაისელებმა ერთი ამოსუნთქვით მოიგეს ორივე მატჩი და საქმე მესამე, გადამწყვეტ შეხვედრამდე არ მიუყვანიათ.მატჩის შემდეგ ქუთაისელები ამბობდნენ, ჩემპიონობა 2 დღის წინ თბილისში მოვიპოვეთო. ძნელია, არ დაეთანხმო – თბილისში მოგებული პირველი ფინალური მატჩის შემდეგ ქუთაისელებს საპასუხო შეხვედრისთვის შინაურ დარბაზში უნდა ემასპინძლათ, სადაც ამ გუნდს წაგება არა აქვს და რა თქმა უნდა, ჩემპიონობის მომტან მატჩშიც რომ არაფერს დაიშურებდნენ, ბევრი მარჩიელობა არ უნდოდა.ასეც მოხდა – ქუთაისელებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში აცალეს თამაში თბილისელებს, ხოლო მეორე ათწუთეულიდან სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და თამაშის ბოლომდე გაბედავას გუნდისთვის წარმატების მიღწევის მინიმალური შანსიც კი არ მიუციათ. მასპინძლებს აკლდათ გუნდის ერთ–ერთი ლიდერი დავით იაშვილი, რომელიც ნახევარფინალური სერიის შემდეგ გერმანიაში წავიდა სასწავლებლად და თავისიანებს ფინალებში ვერ დაეხმარა. მის არყოფნაში ქუტაისელებს ლიდერად ლევან გრძელიძე დაეხმარათ, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. არანაკლებ სარგებლიანი იყო დიმიტრი დვალიშვილიც, რომელმაც ქუთაისელებს 17 ქულა და 16 მოხსნა შესძინა.მასპინძლებს დიდად ეხმარებოდა გულშემატკივარი. დაბრაზი სავსე იყო მაყურებლებით და მათი შეძახილები და ემოციები სტუმარ გუნდს აშკარად თრგუნავდა, ხოლო მასპინძელს სტიმულ აძლევდა. თამაში მეორე ტაიმში თითქმის ცალ ფარში მიმდინარეობდა. ქუთაისელები ზრდიდნენ და ზრდიდნენ ანგარიშს და რაც დრო გადიოდა, ჩემპიონობას უახლოვდებოდნენ…