სუპერლიგის
პირველი ტური დღეს ქუთაისში დამთავრდა. იმერულმა გუნდმა ქვემოქართლურ „ენერჯი–ინვესტს“
უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 72:77 წააგო.
მოქმედმა
ჩემპიონმა „ენერჯი–ინვესტმა“ გასულ ზაფხულს არაერთი წამყვანი მოთამაშე დაკარგა და
მხოლოდ 2 ახალწვეულით შეივსო. თუმცა რუსთაველმა ახალგაზრდებმა იმხელა გამოცდილება
შეიძინეს გასულ წლებში და ისე გაიზარდნენ, რომ ლიდერების წასვლას გუნდს ჯერჯერობით
არ აგრძნობინებენ.
ლევან
ცეკვავა რუსთავის სკოლის გამოზრდილია და აქამდე რუსთავულ გუნდში შეცვლაზე შედიოდა.
ახლა კი „ენერჯი–ინვესტის“ ლიდერია და ქუთაისში ბომბარდირიც გახდა. რუსთაველთა ახალწვეულმა ბექა წივწივაძემ კი გუნდს სისწრაფეც შესძინა და ქულა–პასებიც. მან 16 ქულა მოაგროვა პირველ ტაიმში და მთელი ქუთაისი ბექაზე გადაერთო. წივწივაძემ კი პასების გაცემა დაიწყო და მისი
დამსახურებაა, ქვემოქართლელებმა რომ წარმატებით განაგრძეს მასპინძელთა ფარის დალაშქვრა. არ უნდა გამოგვრჩეს
რუსთავული კლუბის ორი კამერუნელი – ჟოლივეტ ტუჯანი და სამუელ ლამუ, რომლებმაც
წარმატებაში ლობის წილი დაიდეს.
მთელი
თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. მასპინძლები პირველ ტაიმში
მცირედით ლიდერობდნენ და დიდი შესვენებისთვის 5–ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს.
მესამე მეოთხედი რუსთაველებმა 16:11 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ანგარიში
თანაბარი გახლდათ. ბოლო წუთებზე უფრო მობილიზებულები რუსთაველები აღმოჩდნენ და
საბოლოოდ 77:72 გაიმარჯვეს.
ქუთაისი. 2
ნოემბერი
ქუთაისი
72:77 ენერჯი–ინვესტი
17:13 23:22
11:16 21:26
ქუთაისი:
ცაგარეიშვილი, კვერნაძე (2), დიდია (4), ბერიშვილი (11), კვიმსაძე (17), ტუკვაძე,
ბოლქვაძე (10), გ. ბარბაქაძე (24), კოღუაშვილი (4), ქორიძე
ენერჯი:
მაჭავარიანი (7), ცეკვავა (23), წივწივაძე (16), აბაიშვილი, არწივიძე, ხმელიძე,
ტუჯანი (18 ქულა, 11 მოხსნა), ლამუ (13)
მსაჯები:
ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი:
როლანდ ხომერიკი
ამ მატჩის სრული სტატისტიკა ჩვენს ვერ–გვერდზე ხვალ დაიდება