ქუთაისში ვეტერანთა მატჩი ფრედ დასრულდა

ქუთაისში ვეტერანთა მატჩი ფრედ დასრულდა

არაერთი უდიდესი ცნობილი კალათბურთელის აღმზრდელმა ქუთაისმა ვეტერანთა მატჩს უმასპინძლა, რომელსაც ათასობით მაყურებელთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ქუთაისის სპორტის სასახლე პირთამდე შეივსო. ვეტერანთა მატჩის საყურებლად მოვიდნენ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური, საქართელოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და ქუთაისის მერი ვიცე მერთან ერთად. თამაშზე იმყოფედობა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და ის ვეტერანი კალათბურთელები, რომლებიც ხანდაზმულობის გამო მოედანზე ვერ გავიდნენ – ამირან სხიერელი, ვაჟა ჟღენტი, ვაჟა გვანცელაძე, ანტონ კაზანჯიანი, გივი ბიჭიაშვილი, ვალერი ლომაძე, ილია ლეჟავა და არაერთი ქუთაისელი ექს–კალათბურთელი.
მატჩი სახალისო და საინტერესო გამოვიდა. ერთ მხარეს ქუთაისელი ვეტერანები იყვნენ, ხოლო მეორე გუნდში თბილისელები. გია სანაძემ, რომელიც ქუთაისელთა გუნდში გამოდიოდა, ძველი დრო გაიხსენა და სამქულიანები ჩაყარა. ნიკოლოზ დერიუგინიც მისთვის დამახასიათებელი ლიფსო–ბრუნებით უტევდა თბილისელებს.
მატჩი მეგობრულად, საყაიმო ანგარიშით, 60:60 დასრულდა. ბოლოს სამახსოვრო თასები ორივე გუნდის კაპიტნებმა ჩაიბარეს. ნიკოლოზ დერიუგინს და ნოდარ ქორქიას თასები დავით ნამგალაურმა და ლევან ბეჟაშვილმა გადასცეს.
 
ქუთაისი 60:60 თბილისი
13:16 18:9 15:19 14:16
ქუთაისი: ყუბანეიშვილი (2), ტაბიძე (2), მშვილდაძე (2), კოხრეიძე (13), დერიუგინი (12), მ. ნაცვლიშვილი (8), კირთაძე, ომიაძე, სანაძე (21)
თბილისი: მ. ბერუაშვილი (14), თორთლაძე (15), ჩერქეზიშვილი (16), ქორქია (3), გოგობერიშვილი (10), გ. ბერუაშვილი (2)