რამიშვილის 33, 13 და 13

რამიშვილის 33, 13 და 13

ნიკა რამიშვილი საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრების წევრია. ის ისეთი
ტანმორჩილია, კალათბურთელი შეიძლება არც გეგონოთ, მაგრამ ისეთ რამეებს სჩადის
მოედანზე, იშვიათად რომ ხდება ხოლმე.

მას ერთ–ერთ ბათუმურ მატჩში, ასე 2–3 წლის წინ, ას ქულაზე მეტი
ქულა აქვს ჩაგდებული. მართალია, ამჯერად მისი მესამედიც ვერ შეაგროვა, მაგრამ
მთლიანობაში ძალიან შედეგიანი იყო და „აკადემიის“ მეორე გუნდთან მატჩში
შთამბეჭდავი სამმაგი დუბლიც გაახერხა: 33 ქულა, 13 პასი და 13 (!) ჩაჭრა.  რომ იტყვიან, რამიშვილმა მარტომ მოუგო მეტოქეს.
ბათუმელთათვის ეს იყო 16–წლამდელთა ჩემპიონატის პირველი მატჩი და მათ სოლიდური
გამარჯვებაც მოიპოვეს – 115:37.

რამიშვილზე მეტი ქულა მიითვალა ბათუმელთა მეორე პერსპექტიულმა ახალგაზრდამ,
მიხეილ ტუღუშმა, რომელმაც მნიშვნელოვან წილად განაპირობა ბათუმელთა ასეთი შთამბეჭდავი
გამარჯვება.

ამ მატჩის სტატისტიკა: http://u-16.ge/results.php?gameid=89