რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონობისკენ მიიწევს

რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონობისკენ მიიწევს

ევროლიგის ტრიუმფატორი “მაკაბი” შიდაასპარეზზე გადაერთო და ისრაელის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა გამართა. რიკი ჰიკმანის გუნდის მეტოქე ეილათის “ჰაპოელი” გახლდათ, რომელსაც მაკაბელებმა თელ ავივში 90:72 სძლიეს.
ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და 30 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. რიკიმ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
რიკი ჰიკმანის საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა მატჩის მონაწილეთაგან ყველაზე მეტი – 26 ერთეული შეადგინა. გამორჩეულად ითამაშა ასევე ევროლიგის ფინალის გმირმა ტაირის რაისმა, რომელმაც 24 წუთში 17 ქულა მიითვალა.
სერიის მომდევნო შეხვედრა ეილათში, 26 მაისს გაიმართება.