რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ისრაელში რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა

რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ისრაელში რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა, რიკი ჰიკმანმა ისრაელში რეგულარული ჩმპიონატი დაასრულა. დასკვნით ტურში მისი „მაკაბი“ ჰაიფის „მაკაბის“ შეხვდა და 74:59 დაამარცხა.
ქართულპასპორტიანი ამერიკელი თელავიველთა სასტარტო შემადგენლობაშ იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჰიკმანმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
საბოლოოდ ჰიკმანის გუნდს 22 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა და ისრაელის ლიგის ყველა გუნდი უკან მოიტოვა. მეოთხედფინალში თელ ავივის „მაკაბი“ „გალილ გილბოას“ შეხვდება. პირველი მატჩი 3 მაისს გაიმართება და სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება.