რიკი ჰიკმანმა ჰაიფაში წაგებულ მატჩში 12 ქულა ჩააგდო

რიკი ჰიკმანმა ჰაიფაში წაგებულ მატჩში 12 ქულა ჩააგდო

რიკი ჰიკმანის „მაკაბიმ“ ისრაელის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ დამარცხდა, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. თელავიველები ჰაიფაში მოსახელე „მაკაბის“ ესტუმრნენ და დაძაბულ ფინალში შეხვედრა 2 ქულის სხვაობით – 66:68 დათმეს.
ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანმა თელავიველთა სასტარტო ხუთეულში 26 წუთი ითამაშა და 5-დან 3 ორქულიანთან ერთად 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულას ჰიკმანმა 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ჰიკმანზე შედეგიანი მის თანაგუნდელთაგან იოგნევ ოჰაიონი იყო, რომელმაც 13 ქულა და 7 პასი მიითვალა.
19 მოგებითა და 6 მარცხით თელ ავივის „მაკაბი“ ცხრილში მე-2 ადგილზეა, პირველზე კი 1 ქულით წინ მყოფი იერუსალიმის „ჰაპოელია“. მომდევნო მატჩს ჰიკმანის გუნდი თანაქალაქელ „ჰაპოელთან“ გამართავს.