ესტონეთის ჩემპიონატში პლეი ოფის დრო დადგა და გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკმაც” ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. „როკერებმა“ ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში “ვალგას” უმასპინძლა და 75:47 გაანადგურეს.
ტარტუელებმა პირველი მეოთხედი 28:13 მოიგეს და დარჩენილ დროში სტუმართათვის მიახლოების შანსი აღარ მიუციათ. ქართველ კალათბურთელთაგან “როკის” სასტარტო ხუთეულში ცინცაძემ ითამაშა და 21 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა.
შედარებით შედეგიანად გაისარჯა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც ასევე 21 წუთში 7 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ვიქტორმა 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ზუსტად სტყორცნა, ხოლო 2 საჯარიმო მიზანს ააცილა.
ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდეა გრძელდება, მომდევნო მატჩი კი 8 მაისს “ვალგას” სარბიელზე შედგება.
ბურთითაა ვიქტორ სანიკიძე