სუპერლიგის ერთ–ერთმა ლიდერმა „ენერჯი–ინვესტმა“ დღეს რუსთავში „ავიამშენს“
უმასპინძლა და 109:76 დაამარცხა. შესაბამისად, მიხეილ ბერუაშვილის“ გუნდი ცხრილში
გალიდერდა, თუმც ხვალ სპორტის სასახლეში კიდევ 4 მატჩია.
რუსთაველები ჯერაც დაუმარცხებლები არიან – დღეს რუსთაველებმა „ავიამშენი“
ისე დაამარცხეს, რომ ოდნავი პრობლემაც არ შექმნიათ. პირველივე მეოთხედში სოლიდურ
უპირატესობას დაეუფლნენ მასპინძლები. კოტე ტუღუშის წინამძღოლობით, რომელმაც საბოლოოდ
21 ქულა და 10 პასი მიითვალა, რუსთაველებმა პიველი ათწუთეული 23:13 მოიგეს.
მასპინძლებმა მცირე შესვენების შემდეგაც განაგრძეს ლიდერობის
განმტკიცება და რაც დრო გადიოდა, რუსთაველების უპირატესობა უფრო და უფრო
იზრდებოდა. მეორე მეოთხედი 5–ით, მესამე – რვით, ხოლო ბოლო ათწუთეული 10 ქულით
მოიგეს ქვემოქართლელებმა და საბოლოოდ 33 ქულით გაიმარჯვეს.
„ენერჯი–ინვესტს“ ექვსიდან ექვსი დამარჯვება აქვს და პირველ ადგილზეა.
თუკი აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა ხვალ ცენტრალურ მატჩში თსუ–ს მოუგო,
სუპერლიგაში კვლავ ორხელისუფლიანობა იქნება .