რუსთავში დასრულდა დუდუ დადიანის მეექვსე მემორიალი, რომელიც მასპინძლისა და მოქმედი ჩემპიონის, რუსთავის “აზოტის” გამარჯვებით დასრულდა. ფინალში “აზოტმა” 88:66 ზურაბ ტომარაძის “ვითა” დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობაში ძალიან ძლიერად ჩაატარეს შეხვედრა გამთამაშებელმა გიორგი გამყრელიძემ (10 პასი) და გუნდის სერბმა ახალწვეულმა იოვან სტეფანოვმა (20 ქულა, 9 მოხსნა).
საბოლოოდ, სტეფანოვი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, გამყრელიძემ კი ტურნირი საშუალოდ 14.5 ქულით, 8 მოხსნითა და 8.5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
მანამდე გამართულ შეხვედრებში “თბილავიამშენმა” კოტე ტუღუშის 15 ქულითა და 11 მოხსნით (ასევე 8 პასით) “თსუ-ს აჯობა, ხოლო “მაკაბიმ” კი გიორგი შერმადინის მორიგი ფეერიული გამოსვლით (40 ქულა, 19 – პირველ მეოთხედში) “დინამოს” აჯობა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
ტურნირის საუკეთესო დამცველად “აზოტის” წევრი ბესიკ ლეჟავა დასახელდა, ხოლო გამყრელიძე კი ტურნირის საუკეთესო გამთამაშებელი გახდა.