რუსთავის ,,ვეჯინმა” საქართველოს თასი მოიგო

რუსთავის ,,ვეჯინმა” საქართველოს თასი მოიგო

გალერეა

რუსთავის ,,ვეჯინი’’ საქართველოს ქალთა ლიგის თასის მფლობელია.  თასის გათამაშების ფინალს დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.
გუშინ მოგებული საქართველოს ჩემპიონობის შემდეგ რუსთაველებმა თასიც ზედიზედ მეორედ მოიგეს და ამ სეზონშიც დუბლი შეასრულეს.
რუსთავის ,,ვეჯინის’’ მეტოქე ქალთა ლიგის ფინალისტი ქუთაისი იყო. ჩემპიონ გუნდს არც ამჯერად გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება. პირველი ნახევრის შემდეგ რუსთაველები 10 ქულით ლიდერობდნენ, მესამე ათწუთეულის მიწურულს კი ლიდერობა 17 ქულამდე გაზარდეს. საბოლოოდ, ,,ვეჯინმა’’ 66:47 დაამარცხა ,,ქუთაისი’’.
მატჩის ბომბარდიდი რუსთაველი ანა მაისურაძე გახდა, რომელმაც გუნდს 25 ქულა შესძინა. ორმაგი დუბლი გაიფორმეს ხათუნა საჯაიამ (16ქულა, 14 მოხსნა) და ნათია ფუტკარაძემ (12ქულა, 15მოხსნა), დარეჯან ციკორიძემ კი შეხვედრა 10 ქულა-7 მოხსნით დაასრულა.
ქუთაისელთა რიგებში 13  ქულა ჰქონდა თამარ მანაგაძეს, ორმაგი დუბლი შეასრულა ნელი ჟორჟოლიანმა – 12ქულა, 21მოხსნა; 11-11 ქულა ჰქონდათ კრისტინე ალანიას და ქეთი ჯანაშიას.
თამაშის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. გამარჯვებული გუნდი ,,მსაჯთა კავშირის’’ პრეზიდენტმა, საერთაშორისო კლასის არბიტრმა როლანდ ხომერიკმა დააჯილდოვა. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ რუსთაველი ანა მაისურაძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პზირი როლანდ ხომერიკმა გადასცა. საჩემპიონო თასი კი რუსთავის ,,ვეჯინის’’ კაპიტანმა, ხათუნა საჯაიამ ჩაიაბარა.
რუსთავის ,,ვეჯინი” – ქუთაისი 66:47