საკალათბურთო სკოლა “ჰიუნდაი” მიღებას აცხადებს

საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული „ჰიუნდაის“ საკალათბურთო სკოლა ახალი სეზონისთვის მიღებას აცხადებს. ვიწვევთ 6-დან 12 წლამდე მოზარდებს, რომლებსაც კვალიფიციური მწვრთნელები მოამზადებენ.
„ჰიუნდაის“ საკალათბურთო სკოლის მისამართია: ქ. თბილისი, საირმის ქუჩა 84 (პირველი ექსპერიმენტული სკოლის შენობა). მსურველები მობრძანდით აღნიშნულ მისამართზე, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599 565505, 577 737304.