ნბა-ს ბოლო 2 ფინალური სერიის მონაწილე „გოლდენ სტეიტ ვორიორსმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია იცავს, მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა და საკუთარ დარბაზში „საკრამენტო“ 105:96 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ფაჩულიამ, რომელმაც წინა 2 შეხვედრაში 3 ქულა საჯარიმოებით მიითვალა, „საკრამენტოსთან“ თამაშიდან პირველი ბურთი ჩააგდო. ზაზამ „მეფეების“ ფარს თამაშიდან 4-ჯერ შეუტია და 1 ჩააგდო, რასაც 4-დან 2 საჯარიმოც მოაყოლა და საბოლოოდ თავი 4 ქულას მოუყარა.
4 ქულასთან ერთად ფაჩულიას გოლდენსტეიტელთაგან ყველაზე მეტი – 6 მოხსნა ჰქონდა. მთლიანობაში, ქართველი ცენტრი საკმაოდ სარგებლიანი იყო და 4 ქულასა და 6 მოხსნას 3 პასი ისე მოაყოლა, ბურთი არ დაუკარგავს.
თაგან საუკეთესო შედეგი კევინ დიურანტმა აჩვენა, რომელმაც 26 წუთში 25 ქულა ჩააგდო. სტეფ კარიმ 13 ქულა და 5 პასი მიითვალა, სათადარიგო იან კლარკის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. რაც შეეხებათ „მეფეებს“, საკრამენტოელებს დემარკუს ქაზენსმა ულიდერა, რომელმაც 21 წუთში 20 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
მორიგ საგამოფენო მატჩს გოლდენსტეიტელები 14 ოქტომბერს დენვერში, „ნაგეტსთან“ გამართავენ.