„სამედიცინო–აკადემია“ მე–7 ადგილის მფლობელია. გია
წულაძის ახალგაზრდულმა გუნდმა დღეს აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში „სოხუმს“
მოუგო და ჩემპიონატი მე–7 საფეხურზე დაასრულა.
„სამედიცინო–აკადემია“ ძირითადად 17–19 წლის
მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მიმდინარე ჩემპიონატში თუნდაც 1 გუნდის ჯობნა
მისთვის საკმაო წარმატებაა. გელა წულაძის გუნდმა სოხუმელებთან თამაში ხარვეზებით
დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ სოლიდურადაც ჩამორჩა – 18:27. მომდევნო
მეოთხედი ფრედ დასრულდა, ხოლო მესამე ათწუთეულში ყველაფერი „სამედიცინო–აკადემიის“
სასარგებლოდ გადაწყდა. წულაძის გუნდმა მესამე მეოთხედი 23:7 მოიგო და გადამწყვეტი
ათწუთეულის დაწყებამდე 7 ქულით, 56:49 დაწინაურდა.
მედიკოს–აკადემიელებს მერაბ ბოქოლიშვილმა ულიდერა,
რომელმაც 22 ქულა მოიპოვა. კახა მუმლაძემ კი ქულები ვერა, მაგრამ მოხსნები ბლომად
აგროვა. მის ანგარიშზე 18 მოხსნა დაგროვდა, რითაც ის აკადემიელებს გამარჯვებაში
გვარიანად შეეშველა.
სტატისტიკა: http://www.superleague.ge/playoff/08-09/result/266