სამედიცინო შემოწმებამ შერმადინის “სარაგოსასთან” კონტრაქტი შეაჩერა

გიორგი შერმადინმა ესპანურ „სარაგოსაში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და აღმოჩნდა, რომ მისი ნატრავმალი ფეხი კიდევ 2-თვიან რეაბილიტაციას საჭიროებს. შესაბამისად, იმ კონტრაქტს, რომელიც მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, მოქმედება შეუჩერდა.
შერმადინი ესპანეთში დარჩება და რეაბილიტაციის კურსს სარაგოსაში გაივლის, რის შემდეგაც, მწყობრში რომ ჩადგება, არაგონულ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევა და ქართველი ცენტრიც გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.