სამი ლეგიონერის ჯამური 7 ქულა

სამი ლეგიონერის ჯამური 7 ქულა

 
                 პოლონეთის უმაღლესი ლიგა
 

მეორე მატჩი ჩაატარა ახალ გუნდში გიორგი ცინცაძემ. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა შაბათს „სოპოტს“ „იაროსლავის“ დამარცხებაში დაეხმარა, თუმცა ცინცაძის წვლილი შედარებით მოკრძალებული იყო.
„სოპოტმა“ პირველი მეოთხედი 24:4 მოუგო მეტოქეს და თამაშის ბედი ფაქტობრივად იმ მომენტში გადაწყვიტა. საბოლოოდ სოპოტელებმა 89:76 იმარჯვეს, რამაც მათ ცხრილში 4–5 ადგილები გაუმყარა და მდევარ „კოჟალინს“ 2 ქულით მოლსწყვიტა. „სოპოტის“ დარად 32 ქულა აქვს „ტუროვს“.
ცინცაძემ 14 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მომდევნო ტურში, 27 თებერვალს, „სოპოტი“ „პოზნანს“ უმასპინძლებს.
 
                        ესპანეთის პრიმერადივიზიონი
 
ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ფუენლაბრადამ“ ლიგის ერთ–ერთ აუტსაიდერ „ხაკობეოს“ უმასპინძლა და იოლი გამარჯვება მიითვალა – 80:64.
ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ნიკამ 2–დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. მას 5 მოხსნა და 1 პასიც დაუგროვდა.
„ფუენლაბრადას“ 9 მოგება აქვს 12 მარცხის წულ და 11–13 ადგილებს ინაწილებს.
მომდევნო ტურში, 27 თებერვალს, „ფუენლაბრადა“ სტუმრად „ვალენსიას“ ეთამაშება.
 
     ადრიატიკის ლიგა
 
ვლადიმერ ბოისას „ზადარმა“ შინ დასანანი მარცხი იწვნია – ამჯერად სერბულ „ჰემოფარმთან“ 70:75. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბევრი კი ითამაშა (32 წუთი), მაგრამ მხოლოდ 2 ქულას, 1 მოხსნას და 2 ჩაჭრას დასჯერდა.
ეს გახლდათ ზადარელების მეოთხე მარცხი ბოლო 5 თამაშში და ისინი ცხრილშიმე–6 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.
მომდევნო ტურში, 27 თებერვალს, „ზადარი“ სტუმრად ერთ–ერთ აუტსაიდერ „ჟელეზნიკს“ ეთამაშება.