სანაძე 15 ქულით “ტაიფუნს” ვერ გაუმკლავდა

სანაძე 15 ქულით “ტაიფუნს” ვერ გაუმკლავდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ, რომელიც სლოვენიური „პრიმორსკას“ ღირსებას იცავს, ჩემპიონატში შედეგიანი მატჩი გამართა, თუმცა მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. კოპერელები “ტაიფუნს” ესტუმრნენ და 64:87 დამარცხდნენ.

სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26 წუთში 15 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ნიკოლა გაიჩს ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ “პრიმორსკა” არასაჩემპიონო ჯგუფში, მეშვიდე-მეთორმეტე ადგილებისთვის თამაშობს და 13 მოგებითა და 3 მარცხით მე-7 პოზიცია უკავია. სანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 15 აპრილს, შინ, ერთერთ აუტსაიდერ “კასტინგსთან” გამართავს.