სანაძემ 12 ქულით დაიწყო

უშედეგოდ დაიწყო დუდა სანაძის „სან დიეგომ“ ამერიკული სტუდენტური ლიგის სეზონი. პირველ არასაკონფერენციო მატჩში კალიფორნიელები თანაშტატელ სამხრეთი უნივერსიტეტის გუნდს შეხვდნენ და უიმედოდ – 45:83 წააგო.
სანაძეს სანდიეგოელთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა, თუმცა სროლებიც ბევრი ააცილა. დუდამ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 სამქულიანი კი ააცილა და 12 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში) წაამატა. ისიც ვთქვათ, რომ სანაძემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე შეცდომა დაუშვა.
“ტორეროსს” მორიგი მატჩი 17 ნოემბერს ელის, როდესაც დასავლეთ მიჩიგანის გუნდს ესტუმრება.