სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ “გონზაგასთან”

სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ “გონზაგასთან”

დუდა სანაძის „სან დიეგო“ ამერიკის სტუდენტური ლიგის „ვესტ ქოუსტის“ კონფერენციის ლიდერ „გონზაგას“ შეხვდა და 22 ქულით – 60:82 დამარცხდა. ეს არცაა გასაკვირიმ რადგან ეს გუნდები კონფერენციის პოლუსებზე – პირველ და ბოლო ადგილებზე იმყოფებიან.
სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. დუდამ 9-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
გონზაგელთა რიგებში საუკეთესო ლიტვის ნაკრების წევრი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 17 მოხსნა.
მომდევნო მატჩს „სან დიეგო“ 28 თებერვალს „პორტლენდთან“ ჩაატარებს.