სანაძის 15 ქულა და იოლი გამარჯვება სლოვენიის ჩემპიონატის პირველ ტურში

სანაძის 15 ქულა და იოლი გამარჯვება სლოვენიის ჩემპიონატის პირველ ტურში

შესანიშნავად დაიწყო სლოვენიის ჩემპიონტი დუდა სანაძემ და მისმა გუნდმა. ქალაქ დომჟალეს გუნდი „ლასტოვკა პრიმორსკა“, რომლის ღირსებასაც ქართველი უკანახაზელი იცავს, სლოვენიის უმაღლესი ლიგა 30-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო. დომჟალელები სტუმრად სკოფია ლოკას „კასტინგს“ შეხვდნენ და მრგვალი ანგარიშით – 80:50 გაანადგურეს.
გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო სანაძე გახლდათ. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის მოედანზე არასრული 19 წუთით გამოჩნდა და საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (15) მხოლოდ თანაგუნდელ ბოიან რადულოვიჩს (20) ჩამორჩა. რადულოვიჩმა 10 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა, სანაძის ანგარიშზე კი 15 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ. დუდამ ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, 1 ჯარიმა მიიღო, ხოლო მეტოქეებმა მასზე წესები 4-ჯერ დაარღვიეს.
სანაძემ ერთნაირი, 100-პროცენტიანი სიზუსტით ერსროლა ორქულიანები და საჯარიმოები. ორივე პოზიციდან მან 4-დან 4 ტყორცნა ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ნიშნულიდან დუდამ 5-დან მხოლოდ 1 სროლა გამოიყენა. სანაძის მსგავსად, სარგებლიანობის კოეფიციენტის 15 ერთეული დაუგროვდა მატჩის დომჟალელ ბომბარდირ გეზიმ მორინას. ამ უკანასკნელმა 21 წუთში 16 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
მომდევნო, მეორე ტურში, დომჟალელები ისევ სტუმრად ითამაშებენ. სანაძის გუნდი სენტურში „ტაიფუნს“ დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში „ჰელიოსთან“ 54:85 წააგო.