დუდა სანაძემ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა დუდა სანაძემ. ქართველი კალათბურთელის გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში ექვსეულს მიღმა დარჩა და ახლა იმისთვის იბრძვის, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩეს.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩსი “პრიმორსკამ” სტუმრად “კასტინგსს” 91:72 სძლია, სანაძე კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:04 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში, სტუმრებმა მასპინძლებზე 27 (!) ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ამასთან, დუდას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია. “პრიმორსკა” მომდევნო მატჩს 26 მარტს, შინ, “პოდჩეტრტეკთან” ჩაატარებს.