სანაძის 7 ქულა და მე-7 გამარჯვება

სანაძის 7 ქულა და მე-7 გამარჯვება

ფლორიდის ქალაქ ესტეროში დასრულდა 3-დღიანი მინიტურნირი “გალფ ქოსთ შოუქეისი”, რომელშიც დუდა სანაძის გუნდმა “სან დიეგო ტორეროსმა” მე-5 ადგილი დაიკავა. კალიფორნიელებმა ფლორიდაში 4-დან 3 შეხვედრა მოიგეს, მთლიანობაში, კი საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფარგლებში, 7 მოგება და 1 მარცხი გააჩნიათ.
ესტეროს ტურნირის ბოლო მატჩში “ტორეროსმა” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა “სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტი”. შეხვედრა დაცვითი თამაშით გამოირჩა და ბევრი ქულა არ ჩავარდნილა. დაძაბული შეხვედრა საბლოოდ სანდიეგოელებმა 59:56 მოიგეს.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. სანაძემ 4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა საბოლოოდ 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთჯერ დაკარგა. სანდიეგოელთაგან 17 ქულით ბომბარდირი ჯონი დი გახდა.
მომდევნო მატჩს “სან დიეგო” ნიუ მექსიკოს ქალაქ ალბიკერკში, 30 ნოემბერს, ადგილობრივ “ლობოსთან” გამართავს.