სანაძის “პრიმორსკამ” ოვერტაიმში წააგო

სანაძის “პრიმორსკამ” ოვერტაიმში წააგო

სლოვენიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში დუდა სანაძის “პრიმორსკა” “როგასკას” ესტუმრა და ოვერტაიმში 87:89 დამარცხდა.ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 28:49 წუთში კი 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.დუდამ 4-დან 1 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.სტუმრებს ვერც ამერიკელი ტროი ფრენკლინის ჩინებულმა თამაშმა უშველა, რომელმაც 26:26 წუთში 36 ქულა მოაგროვა.“პრიმორსკა” 8 მოგებითა და 6 მარცხით მე-6 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო შეხვედრა კი 18 იანვარს, შინ, ერთერთ ლიდერ ნოვო მესტოს ”კრკასთან” ელის.