სანაძის “სან დიეგომ” “პასიფიკა” გაანადგურა

სანაძის “სან დიეგომ” “პასიფიკა” გაანადგურა

ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩშ დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” “პასიფიკას” უმასპინძლა და იოლი გამარჯვება მოიპოვა – 84:47.
მასპინძლებმა სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს, რაც “სან დიეგოს” სათადარიგოთა შანსი აღმოჩნდა. მწვრთნელმა ბილ გრირმა “ტორეროსის” სასტარტო ხუთულის წევრები დიდად არ დატვირთადა სათამაშო დრო ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა.
სანაძემ 18 წუთი ითამაშა და მოედანი 7 ულით, 3 მოხსნით და 1 პასით დატოვა. ქართელმა კალათბურთელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, პერსონალური კი არ მიუღია. სანდიეგოელებს 21 ქულით და 13 მოხსნით დენის კრამერმა ულიდერა.
სადიეგოელებს 8 მოგების წინ 3 მარცხი აქვთ და “უესთ ქოუსთის” დივიზიონში მე-4 ადგილზე არიან. მომდევნო შეხვედრას კი სანაძის გუნდი 16 დეკემბერს “სანტა ბარბარასთან” გამართავს.