სანაძის სასტარტო ხუთეული და 10 ქულა

დუდა სანაძე, რომელიც ტრავმებით იყო შეწუხებული და ამის გამო სათანადო დროით ვერ თამაშობდა, მწყობრში ჩადგა და სასტატო ხუთეულშიც გამოჩნდა. სტუდენტური ლიგის „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში „სან დიეგომ“ „სეინთ მერის“ უმასპინძლა და 58:70 წააგო.
სანაძემ 29 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 სამქულიანი, 6-დან 1 ორიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგიანობით სანაძე სანდიეგოელთაგან მხოლოდ ჯონი დის ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.
2 მოგებითა და 5 წაგებით „სან დიეგო“ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 18 იანვარს, გამთენიისას, „პასიფიკთან“ გამართავს.