სანიკიძე და მარკოიშვილი თასის გარეშე დარჩნენ

სანიკიძე და მარკოიშვილი თასის გარეშე დარჩნენ

ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსმა” იტალიის სუპერთასის მოგების შანსი დაკარგა. ბოლონიური გუნდის მეტოქე იტალიური კალათბურთის ლიდერი “სიენა” გახლდათ, რომელიც ბოლო წლებში ყველაფერს იგებს და არც ამჯერად გასჭირვებია გამარჯვება.”სიენამ” პირველი მეოთხედი 25:18 მოიგო, მერე და მერე კიდევ უფრო იმტკიცებდა ლიდერობას და საბოლოოდ დამაჯერებლად – 82:64 იმარჯვა. სანიკიძემ 24 წუთს ითამაშა და 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ვიქტორმა 2-ჯერ უშედეგოდ შეუტია საშუალო დისტანციიდან, ხოლო 2 შორი სროლიდან 1 გამოიყენა.
აქვე ვთვათ მანუჩარ მარკოიშვილის შესახებ, რომელიც წარმატებულ თამაშს აგრძელებს. მისმა “კანტუმ” ეგრედ წოდებულ “ჩინლანდიას” თასისთვის მატჩი “კრემონასთან” 68:75 წააგო. მარკოიშვილმა 13 ქულა დააგროვა, თუმცა თავისიანებს ვერ უშველა.