ვიქტორ სანიკიძემ ბოლონიურ „ ვირტუსში“ გადაბარგების შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. პირაცის მემორიალის ფინალში სანიკიძის გუნდმა 75:70 დაამარცხა „ვარეზე“ და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ მატჩში ვიქტორმა 8 ქულას ჩააგდო, რაც ნახევარფინალში ნაჩვენებ შედეგზე 1–ით ნაკლებია. ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ბოლონიელთათვის კარგად დაიწყო. “ვირტუსმა” უპირატესობა მოიპოვა და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი სხვაობით გავიდა.
ვარეზელები მხოლოდ ამის შემდეგ გაომოცოცხლდნენ და მეტოქის შევიწროებაც მოახერხეს, თუმცა, აღნიშნული ჩამორჩენის მხოლოდ 5 ქულამდე დაყვანაში აისახა.
ბოლონიელთა რიგებში ფინელმა პეტერი კოპონენმა 14 ქულა მიითვალა, ჰარდმა და მაჯიოლიმ 12-12 ქულა ჩააგდეს, ხოლო ფახარდომ – 11.
პირაცის მემორიალეზევე მანუჩარ მარკოიშვილის ჩინებული თამაშის წყალობით მე-3 ადგილის დაკავება შეძლო “კანტუმ” და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ლეგიონერს. „მანუმ“ „არმანი ჯინსს“ 16 ქულა ჩაუგდო და თავისიანებს 90:84 მოაგებინა. ჩვენებური განსაკუთრებით მეორე მეოთხედში გამოირჩა, რომლის განმავლობაშიც 9 ქულა მოაგროვა.
“კანტუ” იტალიის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 11 ოქტომბერს ტრევიზოს “ბენეტონის” წინააღმდეგ უწევს, სანიკიძის “ვირტუსი” კი 4 ოქტომბერს ნიკა მეტრეველის “მონტეპასკის” ეწვევა და სუპერთასის მოსაპოვებლად გაეჯიბრება.
ვიქტორ სანიკიძე გახარებულია
მანუჩარ მარკოიშვილი