სანიკიძე “როკის” ლიდერად ყალიბდება – 20 ქულა, 12 მოხსნა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე ნელ–ნელა ესტონური “როკის” ნამდვილ ლიდერად ყალიბდება. მან მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და ტარტუელებს შიდაჩემპიონატში ტტუ–სთან დაძაბული შეხვედრა 86:81 მოაგებინა.
ჩემპიონატის მესამედგილოსანთან მატჩი მოულოდნელად დაძაბული გამოდგა. “როკმა” მატჩის პირველი მეოთხედი 15:24 დათმო და დიდ შესვენებაზეც მდევრის როლში გავიდა, მაგრამ ბოლოსკენ ფავორიტის სტატუსი მაინც გაამართლა და ხუთი ქულით იმარჯვა.
სანიკიძეს ტარტუელთა სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, ის შეცვლაზე შევიდა და 24 წუთში დიდებული შედეგი აჩვენა –  20 ქულია, 12 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება. სანიკიძემ მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა, თანაც ტარტუელთათვის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში.
ვიქტორმა 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 6 საჯარიმოდან 3 სტყორცნა ზუსტად.
“როკის” მეორე ქართველმა გიორგი ცინცაძემ თამაში გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 18 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ცინცაძემ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
“ტარტუ როკს” 14-დან ყველა მოგება აქვს და ესტონეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული
ლიდერია.
 

უტევს ვიქტორ სანიკიძე