სანიკიძემ ფენერბაჰჩესთან ევროლიგის მატჩში ტრავმა მიიღო

სანიკიძემ ფენერბაჰჩესთან ევროლიგის მატჩში ტრავმა მიიღო

ევროლიგის მორიგი ტურის მატჩი ვიქტორ სანიკიძისთვის კარგად დაიწყო, ქართველი ფორვარდი შედეგიანად ჩაერთო თამაშში, თუმცა თანაგუნდელისგან შემთხვევით  მიღებული ტრავმის გამო მოედანი დატოვა. ეს ამბავი „სიენასა“ და „ფენერბაჰჩეს“ მატჩში მოხდა, რომელიც სანიკიძის გუნდმა 87:69 მოიგო.
 
სანიკიძეს მხოლოდ 8 წუთს მოუწია თამაშმა. ქართველ ფორვარდს სათამაშო ეპიზოდში შემთხვევით თანაგუნდელ დევიდ რესის იდაყვი თავში მოხვდა და სისხლი წასკდა. სანიკიძემ თამაში აღარ გააგრძელა, თუმც მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე (სიენელები დამაჯერებლად იგებდნენ), ექიმებსა და მწვრთნელებს ქართველი ფორვარდის თამაშში დაბრუნება არ გაურისკავთ.
 

 
იმ მცირე დროის კვალობაზე, რაც მოედანზე იმყოფებოდა, სანიკიძე საკმაოდ შედეგიანი იყო. ვიქტორს 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მითვლილი ჰქონდა და ალბათ მეტსაც მოაგროვებდა, რომ არ დაშავებულიყო. ამ გამარჯვებით „სიენა“ (7 მოგება, 2 წაგება) ჯგუფში მეორე ადგილზე დარჩა, ხოლო მესამეზე შერმადინის „ოლიმპიაკოსია“, რომელსაც სტამბოლში აუტსაიდერი „ბეშიქთაშის“ დამარცხება არ გასჭირვებია – 79:60.
 
შერმადინმა მხოლოდ 8,32 წუთი ითამაშა და მოედანი თითო ქულა-მოხსნა-ჩაჭრა-დაფარებით დატოვა. ქართველმა ცენტრმა 1 ორქულიანი ააცილა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. პირეოსელთა შორის 16 ქულით  საუკეთესო ნბა-ში ნათამაშევი ცენტრი ჯოშ პოუელი გახლდათ. 6 მოგებითა და 3 წაგებით ოლიმპიაკოსელები ცხრილში მესამე ადგილზე არიან და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსიც აქვთ.
 
მომდევნო ტურში, 7 მარტს, პირეოსელები „ბარსელონას“ უმასპინძლებენ, ხოლო „სიენა“ 8 მარტს რუსეთში „ხიმკის“ დაუპირისპირდება.
 

 F ჯგუფი

ბურთების

შეფარდება

+/-
ბარსელონა

8

1

741

634

107
სიენა

7

2

695

686

9
ოლიმპიაკოსი

6

3

699

660

39
ხიმკი

5

4

725

659

66
მაკაბი

4

5

686

649

37
კახა ლაბორალი

4

5

687

676

11
ფენერბაჰჩე

2

7

681

808

-127
ბეშიქთაში

0

9

549

691

-142