სანიკიძემ საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სერიოზული ტრავმა მიიღო (VIDEO)

სანიკიძემ საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სერიოზული ტრავმა მიიღო (VIDEO)

სამწუხარო ამბავი საბერძნეთიდან. საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველმა ფორვარდმა, ვიქტორ სანიკიზემ ფეხის ძლიერი ტრავმა მიიღო. სანიკიძის „არისი“ „ტრიკალას“ მასპინძლობდა და საბოლოოდ 75:65 დაამარცხა, თუმცა შეხვედრის მიწურულს ფეხი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გახდა გასაყვანი ქართველი ფორვარდი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება სანიკიძის რეაბილიტაციას, თუმცა როგორც ჩანს, ის მოედანს ჯერ ვერ დაუბრუნდება. ვიქტორმა „ტრიკალასთან“ მატჩში მოედანზე 19 წუთი დაჰყო და 3 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანიკიემ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 ჯარიმა მიიღო და მეტოქეებიც მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მომდევნო ტურში, 15 ოქტომბერს „არისი“ სტუმრად „აგორას“ შეხვდება.