სანიკიძემ “ვალგასთან” ივარგა

ესტონეთის ჩემპიონატში მორიგი, მიჯრით მე–13 გამარჯვება მოიპოვა ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი ცინცაძის „ტარტუ როკმა“. ქართველების გუნდი სტუმრად ეთამაშა ერთ–ერთ აუტსაიდერ „ვალგას“ და 71:48 დაამარცხა.
კვლავ ჩინებულად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც 24 წუთში 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. გიორგი ცინცაძეს რაც შეეხება, ქართველმა გამთამაშებელმა სეზონის ერთ–ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. მან 28 წუთში ქულა ვერ მიითვალა და მხოლოდ 3 მოხსნას და 1 პასს დასჯერდა.
 

ვიქტორ სანიკიძე