თურქეთის ჩემპიონატში მეორე გამარჯვებასთან ახლოს იყო ვიქტორ სანიკიძის „თედ კოლეჯი“, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში არ გაუმართლა და მე-5 ტურის მატჩი „კონიასთან“ 3 ქულის სხვაობით – 73:76 დათმო.
ქართველმა ფორვარდმა ანკარულ გუნდში ყველაზე მეტი – 34:38 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. სანიკიძემ 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 9 ქულას ვიქტორმა ამდენივე მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა.
კოლეჯელთაგან ბომბარდირი 21 ქულის მომგროვებელი ჯეი ლუკასი გახდა, ხოლო მარტინას გეჩევიჩუსმა ანკარელებს 15 ქულა მიაშველა. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, კონიელებს ამერიკელმა კლეი ტუკერმა 20 ქულით ულიდერა.
სანიკიძის გუნდს 1 მოგების წილ 4 მრცხი აქვს და აუტსაიდერთა შორისაა. მომდევნო მატჩს ანკარელები 14 ნოემბერს სტამბოლში „გალათასარაისთან“ გამართავენ.
კვიციანი
კვიციანი
კვიციანი