სანიკიძის 10 ქულა, 7 მოხსნა და დასანანი მარცხი “ისთანბულთან”

სანიკიძის 10 ქულა, 7 მოხსნა და დასანანი მარცხი “ისთანბულთან”

ვიქტორ სანიკიძის „თედ კოლეჟმა“ დასანანი მარცხი განიცადა. ანკარელები „ისთანბულს“ ესტუმრნენ და 2 ქულის სხვაობით – 72:74 დამარცხდნენ.
ქართველმა ფორვარდმა 26:15 წუთს ითამაშა და 10 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.
სტუმართა რიგებში 24 ქულით გამორჩეული ამერიკელი ლეგიონერი ჯეი ლუკასი იყო, მასპინძლებს კი მისმა თანამემამულე ჯოზეფ კაულიმ ულიდერა – 20 ქულა.
5 გამარჯვებით და 7 წაგებით „თედ კოლეჯი“  მე-10 პოზიციაზე იმყოფება. მორიგ ტურში, 27 დეკემბერს, სანიკიძის გუნდი “ტრაბზონსპორს” უმასპინძლებს.