ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. 2 გასვლითი მარცხის შემდეგ სიენელებმა შინ 92:73 დაამარცხეს მილანის „ემპორიო არმანი“ და საერთო ანგარიში 1:2 გახდა.
ჯერჯერობით ისეა, რომ გუნდები შინ გამართულ მატჩებს იგებენ და თუ ასე გაგრძელდა, ნახევარფინალში მოედნის უპირატესობის მქონე მილანელები გავლენ. სანიკიძის გუნდის მიზანი ახლა სწორედ ამ უპირატესობის მოპოვებაა.
ქართველმა ფორვარდმა სერიაში პირველი ქულები სწორედ ამ შეხვედრაში მოიპოვა. 16 წუთში სანიკიძემ 7 ქულა მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 4-დან 4 საჯარიმო და 2-დან1 სამქულიანი ჩააგდო, ორიანი კი არ უსვრია. სიენელებს 26 ქულით დევიდ მოსმა ულიდერა, ხოლო დევიდ მოსმა და დანიელ ჰაკეტიმ 20-20 ქულა მიითვალეს.
სერიის მომდევნო, მე-4 შეხვედრა კვლავ სიენაში, 16 მაისს გაიმართება. ნახევარფინალში ის გუნდი გავა,რომელიც 4 გამარჯვებას პირველი მოიპოვებს.