სანიკიძის ჩინებული დებიუტი: 13-მა ნომერმა 13 ქულა ჩააგდო

სანიკიძის ჩინებული დებიუტი: 13-მა ნომერმა 13 ქულა ჩააგდო

ვიქტორ სანიკიძის დებიუტი რუსულ „უნიკსში“ შთამბეჭდავი იყო. ქართველმა კალათბურთელმა ყაზანური გუნდის შემადგენლობაში პირველი, თუმც არაოფიციალური მატჩი ჩაატარა და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„უნიკსი“ საწვრთნელ შეკრებაზე ლიტვაში იმყოფება. საწყის შეხვედრაში ყაზანელები ლიტვის გასული ჩემპიონატის მე-4 ადგილოსან “პრიენაის” გაეჯიბრნენ და გუნდი, რომელსაც არცერთი ლეგიონერი არ ჰყავს, 78:64 დაამარცხეს.
ქართველმა კალათბურთელმა 13 ქულა ჩააგდო, მასზე შედეგიანები კი მხოლოდ ლიხოდეი (15) და ჯერელსი (14) იყვნენ. “უნიქსს” მომდევნო მატჩი კაუნასში ელის, მეტოქე კი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” იქნება,
ცნობისთვის, სანიკიძე ახალ გუნდშიც თავისი საყვარელი – 13-ნომრიანი მაისურით თამაშობს.