სანიკიძის მორიგი ორმაგი დუბლი და ბოლონიელების გამარჯვება

სანიკიძის მორიგი ორმაგი დუბლი და ბოლონიელების გამარჯვება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ იტალიის ჩემპიონატში მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. რაც მთავარია, სანიკიძის „კანადიან სოლარმა“ გაიმარჯვა და ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მართალია, მას ყველაზე მეტი ქულა არ ჰქონია, თუმცა რაც მთავარია, ბოლონიელთაგან საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით იყო საუკეთესო.
ბოლონიელებმა პრინციპული მეტიქე – „პეპსი კასერტა“ სტუმრად 87:80 დაამარცხეს. სანიკიძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33 წუთში 11 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანიკიძემ4–დან 3 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 4–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბოლონიელთაგან 19 ქულით ბომბარდირი ჯუზეპე პოეტა გახდა, თუმცა მას სარგებლიანობით მას სანიკიძემ აჯობა.
ამ გამარჯვებით „კანადიან სოლარი“ ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა, თუმცა დღეს საღამოს იტალიაში ტურის დანარჩენი შეხვედრები გაიმართება. მარკოიშვილისა და შერმადინის „კანტუ“ სტუმრად „ვარეზეს“ შეხვდება, ხოლო ნიკა მეტრეველის „დინამო სასარი“ „სკავოლინის უმასპინძლებს. მატჩები თბილისის დროით ღამის 12–ის ნახევარზე დაიწყება.