სანიკიძის ორმაგი დუბლი და შერმადინის 14 ქულა

სანიკიძის ორმაგი დუბლი და შერმადინის 14 ქულა

ქართველი კალათბურთელების შედეგიანი თამაშის წყალობით ესპანურმა “სარაგოსამ” ევროთასის მორიგი მატჩი მოიგო. ვიქტორ სანიკიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა, გიორგი შერმადინიც ასცდა 10-ქულიან ზღვარს და სარაგოსელებმა შინ გერმანული “ტელეკომი” დაამარცხეს.
სარაგოსელებმა შეხვედრა ცუდად დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 10 ქულით აგებდნენ, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორეს და გამარჯვებამდეც მივიდნენ. საბოლოოდ ქართველების გუნდმა 71:60 იმარჯვა.
სარაგოსელთაგან ყველაზე მეტი – 30 წუთი სანიკიძემითამაშა, რომელმაც 10 ქულა, 12 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა,ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა. ვიქტორმა 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინი არანაკლებ სარგებლიანი იყო. 14 ქულით ის სარაგოსელთა ბომბარდირი გახდა. გიორგიმ 21.39 წუთი ითამაშა და 10-დან 5 ორქულიანს 5-დან 4 საჯარიმო მოაყოლა. 14 ქულასთან ერთად შერმადინმა 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
8 შეხვედრიდან მოპოვებული 5 გამარჯვებით “სარაგოსა” ჯგუფში მე-3 ადგილზეა და თუ დარჩენილ 2 ტურში ეს ადგილი შეინარჩუნა, მომდევნო ეტაპზე გავა. შემდეგ ტურში “სარაგოსა”