სანიკიძის შედეგიანობა სიენას რომასთან არ ეყო

სანიკიძის შედეგიანობა სიენას რომასთან არ ეყო

ვიქტორ სანიკიძემ თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, თუმცა ამ ამბის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მისი გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა. იტალიის მოქმედმა ჩემპიომა „რომას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 24 ქულის სხვაობით – 70:94 განადგურდა.
 
საქართველოს ნაკრების ფორვარდი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ვიქტორი სათადარიგო იყო და მოედანზე 20 წუთი დაჰყო. მან 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, 13 ქულა მოაგროვა და ამას 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
 
სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა, რაც  კრისტიან კანგურის ანალოგიურ შედეგთან ერთად სიენელთაგან საუკეთესო იყო . კანგურმა 31 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 36 წუთში 15 ქულა მოაგროვა სიენელთა ბომბარდირმა ბობი ბრაუნმა.
 
ამ გამარჯვებით „რომამ“ „სიენას“ ცხრილში მესამე ადგილი წაართვა. თუკი აქამდე ორივე ამ გუნდს ქულების თანაბარი ოდენობა ჰქონდათ, ეხლა რომაელები მესამეზე ერთპიროვნულად გამაგრდნენ. მომდევნო ტურში, 17 მარტს, „სიენა“ სტუმრად „კასერტას“ ეთამაშება.