შერმადინის გუნდისგან განსხვვებით, ევროლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში ვერ იმარჯვა ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“, რითაც მეოთხედფინალში გასვლა გაირთულა. სიენელებმა ჯგუფის ლიდერ „ბარსელონას“ უმასპინძლეს და ვერაფერი გააწყვეს. კატალონიურმა გრანდმა პირველი მეოთხედი 2 ქულით დათმო, შემდეგ კი მატჩზე სრული კონტროლი დაამყარა და საბოლოოდ დამაჯერებლად – 77:69 იმარჯვა
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18,28 წუთი გაატარა. ქართველი ფორვარდი თანაგუნდელთაგან საერთო შედეგიანობაში მხოლოდ დევიდ რესს ჩამორჩა, რომელსაც მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 ჰქონდა. ერთით ნაკლები დააგროვა სანიკიძემ, რომელმაც 8 ქულა, 5 მოხსნა და თითო პას-დაფარება მოაგროვა. რაც შეეხება ბომბარდირს, სიენელთაგან მთავარი მექულე 15 ქულის მომგროვებელი ბობი ბრაუნი გახდა.
სიენელებს 7 მოგება და 6 წაგება აქვთ და ცხრილში რუსულ ხიმკისთან ერთად IV-V ადგილებს იყოფს. ბოლო ტურში სანიკიძის გუნდი პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლ „კახა ლაბორალს“ შეხვდება,