მთავარი მწვრთნელის შეცვლა ვიქტორ სანიკიძის გუნდზე დადებითად აისახა. არგირის დეპულაკისის ნაცვლად „უნიკსის“ თავკაცად დანიშნულმა ევგენი პაშუტინმა გუნდს ევროლიგაში პირველი გამარჯვება მოუტანა.
„უნიკსმა“ ყაზანში „ეფესს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 67:64 დაამარცხა. რუსული კლუბი ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულით აგებდა, თუმცა დასკვნით პერიოდში შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებას მიაღწია. „ეფესისთვის“ 4 გამარჯვების შემდეგ ეს პირველი მარცხი იყო ევროლოგის მიმდინარე გათამაშებაში.
ქართველი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 4:38 წუთით გამოჩნდა და რაც ამ მცირე დროში მოასწრო, 2 მოხსნის მითვლაა. სანიკიძემ თითო სამიანი და ორიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ამ გამარჯვებით „უნიკსი“ ჯგუფის ბოლო ადგილს მოსწყდა. უფრო სწორად, ახლა ბოლო ადგილს „უნიკსთან“ ერთად იტალიური „დინამო სასარი“ იყოფენ.